საქართველოს შესახებ
საქართველოს რესპუბლიკა მდებარეობს სამხრეთ კავკასიაში, შავი და კასპიის ზღვებს შორის.მისი ისტორია დაახლოებით სამი ათას ხუთასი წლისაა. საქართველოს მოსახლეობა დაახლოებით 5 მილიონს შეადგენს.
ქვეყნის ოფიციალური ენა ქართულია. იგი ერთადერთი ენაა იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახში, რომელსაც უძველესი დამწერლობა და საკუთარი ანბანი გააჩნია. ქართული ანბანი მსოფლიოში არსებული 14-დან ერთ-ერთაგანია. თუმცა არსებობს ვერსია, რომ იგი იგი წინა ქრისტიანულ ეპოქაშია შექმნილი.
საქართველო კულტურის, რელიგიის, თვალწარმტაცი ბუნებისა და უძველესი ისტორიის თვალსაზრისით უნიკალური ქვეყანაა. ამ პატარა ტერიტორიაზე საოცრადაა შერწყმული ყველაზე კონტრასტული, რაც შეიძლება ადამიანმა წარმოიდგინოს - მარადიული თოვლით დაფარული მწვერვალები, სუბტროპიკული სანაპიროები, ზღვა, უდაბნო. წიწვოვანი თუ ხშირფოთლოვანი ტყე, თანამედროვე ქალაქები თუ უძველესი სოფლები.
საქართველოს ხშირად ღვინის სამშობლოდ მოიხსენიებენ. მას ღვინის დამზადების ძალიან დიდი ტრადიცია აქვს. არქეოლოგებსა და ისტორიკოსებს გააჩნიათ ისტორიულ მასალები 7000-წლოვანი ქართული ყურძნის ჯიშებისა და უფრო ძველი ღვინის ჭურჭლის შესახებ. მათი მტკიცებით, ყურძნის უძველესი ჯიშები სწორედ საქართველოშია აღმოჩენილი..
საქართველოს უმშვენიერესი არქიტექტურა წარმოდგენილია უძველესი ტაძრებით, ეკლესიამონასტრებიბითა და ციხესიმაგრეებით, რომლებიც მიუხედავად ისტორიულად მრავალწლიანი ომებისა ქვეყანაში მრავლადაა შემორჩენილი. უმშვენიერესი ორნამენტები და იდეალური შერწყმა და სისადავე ქართული არქიტექტურას უდიდეს ღირსებას ანიჭებს. ეკლესიები ძირითადად ბაზილიკის ტიპისაა. ეს უძველესი ნიმუშები მე-4 მე-6 საუკუნეებით თარიღდება.
საქართველოს უნიკალური პოლიფონიური სიმღერების ტრადიცია აქვს. მრავალხმიანი ქართული ხალხური სიმღერები და საგალობლები მთელი მსოფლიოს ყურადღებას იპყრობს.
ქვეყანა გამოირჩევა განსაკუთრებული სამზარეულოთი და სახელგანთქმული სტუმართმოყვარეობით.
ქვეყნის სტუმართმოყვარებით მოხიბლულ უცხოელ ტურისტებს ხშირ შემთხვევაში სწორედ ამის გამო უჩნდებათ მისი ხელახალი მონახულების სურვილი.
საქართველო ცნობილია მრავალფეროვანი პეიზაჟებით. მოგზაურებს ქვეყნის ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად ფართო არჩევანი ეძლევათ. მათ შეუძლიათ იხილონ ისტორიული ძეგლები, უნიკალური არქიტექტურა, ხელოვნების განუმეორებელი ნიმუშები, უძველესი ტრადიციები, კულტურა, მომხიბვლელი კავკასიის მთათა სისტემა, უნიკალური კურორტები და ეროვნული პარკები. ასევე შესაძლებლობა ექნებათ, იგემონ უგემრიელესი ქართული კერძები და ღვინო, გაიცნონ მეგობრული და სტუმართმოყვარე ხალხი.