მცხეთა თიანეთი (მცხეთა, დუშეთი, ყაზბეგი, შატილი)
მცხეთა - თიანეთის ტერიტორია - 805,5 კვ. კმ.
მოსახლეობა - 63,9 ათასი მოსახლე.
ზაფხულის საშუალო ტემპერატურა: +25,+35◦ც,
ზამთრის საშუალო ტემპერატურა: -1,-10 ◦ც
რაიონული და რეგიონის ცენტრი - ქ. მცხეთა.
მცხეთა - თიანეთის მხარე ყველაზე ახალი ერთეულია საქართველოს პოლიტიკურ - ადმინისტრაციული დაყოფის ისტორიაში. რეგიონის ცენტრია ქ. მცხეთა, რომელიც შესულია იმ ქალაქთა რიცხვში, რომლებსაც იუნესკო იცავს. მცხეთა - მთიანეთის რეგიონში არის სხვადასხვა ტიპის ჰავა: სუბტროპიკული, ზომიერად ტენიანი და თბილი, ტენიანი ზომიერად ცივი, სუბალპური და ალპური.
მცხეთა - მთიანეთის რეგიონი ტურისტებისათვის ძალიან საინტერესოა თავისი ისტორიით, კულტურით, მუზეუმებითა და ეკლესია - მონასტრებით, რაც დიდ პოტენციალს ქმნის აქ კულტურული და პილიგრიმული ტურიზმის განვითარებისათვის. ამ რეგიონში არსებული ძირითადი კულტურული ძეგლებია: სვეტიცხოვლი - მართლმადიდებლური სამყაროს წმინდა ადგილი, ჯვრის ტაძარი, შიომღვიმე, ზედაზენი, ანანურის ციხე - ტაძარი, ბოდორნის ეკლესია, შატილი, მუცო, ჩარგალი, ჟალეთის უძველესი ქალაქის ნანგრევები, ოჩანის ციხე, გერგეთის ეკლესია, სიონი, სნოს ციხე, დარიალის ციხე, ძალისის ნაქალაქარი და სხვ. რეგიონში არსებული ლამაზი ბუნება, ბუნებრივი ძეგლები, დაცული ტერიტორიები, ჩანჩქერები და სხვა ღირსშესანიშნავი ადგილები ხელსაყრელ პირობებს ქმნის ჯიპ ტურიზმის განვითარებისთვის.
ყაზბეგის ნაკრძალი, რომელიც მოიცავს ეკოტურიზმის თვალსაზრისით საინტერესო ხეობებს: თრუსო, სნო, დარიალი და ხანდო. ტურისტებს ქართულ სოფლებში ხიბლავთ იქაური ცხოვრების წესი. თითქმის ყველა სოფელში შემორჩენილია ძველი ტრადიციები და ყოფითი წეს - ჩვეულებები..
ფასანაური - კლიმატობალნეოლოგიური ტიპის კურორტი. სამკურნალო ბუნებრივი ფაქტორია შუამთის კლიმატი და წყაროების მინერალური წყლები. ისინი ეფექტურია როგორც სასმელად (საჭმლის მომნელებელ ორგანოთა დაავადებების შემთხვევაში), ასევე სააბაზანო პროცედურების სახით. ფასანაური ასევე გვევლინება საჯომარდო მარშრუტის საწყის პუნქტად მდინარე არაგვზე. საჯომარდო მონაკვეთები უკვე აპრობირებულია მდ . ფშავის არაგვზეც (მაღაროსკარიდან ანანურამდე).
სტეფანწმინდა ( ყაზბეგი ) - მთის კლიმატის გარდა, აქ არის მინერალური წყლების წყაროები. ეს მინერალური წყლები გამოიყენება სასმელ - სამკურნალოდ საჭმლის მომნელებელ ორგანოთა დაავადებების დროს.
ანანური - მცხეთა - მთიანეთის რეგიონში მრავლადაა ისეთი ადგილები, სადაც შესაძლებელია ჯომარდობის, ალპინიზმის, სამთო - სათხილამურო და ჯიპ ტურიზმი. ჯომარდობა შესაძლებელია მდ. არაგვზე ფასანაური - მენესოს და მაღაროსკარი - თვალივის მონაკვეთებზე. ალპინიზმის მოყვარულ ტურისტებს საშუალება აქვთ გამოცადონ საკუთარი თავი ყაზბეგის რაიონის მწვერვალებზე: მყინვარწვერი (ზღ. დ-დან 5047 მ.), ზილგახოხო, ადლასანი, ლაღზწითი, ესიკომი, ხორისარი, საძელი, ქვენამთა, ჭაუხი.
რელიეფი და საინტერესო ხეობები, კარგი ფაქტორია ჯიპ ტურების განსახორციელებლად.